ჯო ბაიდენი - ირანსა და პაკისტანს შორის შეტაკებები აჩვენებს, რომ რეგიონში ირანი არ მოსწონთ
ჯო ბაიდენი - ირანსა და პაკისტანს შორის შეტაკებები აჩვენებს, რომ რეგიონში ირანი არ მოსწონთ

ირანსა და პაკისტანს შორის შეტაკებები აჩვენებს, რომ რეგიონში ირანი არ მოსწონთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„როგორც ხედავთ, ირანი არც ისე მოსწონთ რეგიონში და ჩვენ ახლა ამ საკითხზე ვმუშაობთ. არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს ეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება ირან-პაკისტანის შეტაკებებს.

„ჩვენ არ გვინდა, ვნახოთ ესკალაცია სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში. ჩვენ კონტაქტში ვართ პაკისტანელ კოლეგებთან“, – განაცხადა კირბიმ.

კირბის თქმით, პაკისტანზე თავდასხმა რეგიონში ირანის დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მაგალითია.

შეგახსენებთ, ირანმა დაარღვია პაკისტანის საჰაერო სივრცე, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა. პაკისტანმა განაცხადა, რომ ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებდა, რის შემდეგაც პაკისტანმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.