ჯო ბაიდენი - აშშ პარტნიორებთან ერთად ცდილობს, დარწმუნდეს, რომ უკრაინელებს აქვთ აღჭურვილობა, რათა თავი დაიცვან პუტინის საზარელი ომისგან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალაბამაში, იარაღის მწარმოებელ ქარხანაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ იქ წარმოებული იარაღი საშუალებას აძლევს უკრაინას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს.
„ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად ცდილობს დარწმუნდეს, რომ უკრაინელებს, რომლებიც საკუთარი მომავლისთვის იბრძვიან, აქვთ იარაღი, შესაძლებლობები და აღჭურვილობა, რათა დაიცვან თავი პუტინის საზარელი ომისგან.
სწორედ თქვენ ხდით შესაძლებელს, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას თავი, მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკის თავიდან აცილებით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ქარხანაში სტუმრობისას.
ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება.
„ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება“, – განაცხადა ბაიდენმა.