მსოფლიოს სამიდან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა „ჯირო დ’იტალია”, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით არის გადადებული, შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს. ამის შესახებ განაცხადა იტალიის ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა რენატო დი როკომ.
„ჩვენი მიზანია – „ჯირო დ’იტალიას“ ოქტომბერში გამართვა“, – განუცხადა „ტუტბიჩივებ“-ს (Tuttobiciweb) დი როკომ.
2020 წელს „ჯირო დ’იტალია” უნდა ჩატარებულიყო 9-31 მაისს. რბოლის სტარტი დაგეგმილი იყო უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში.
„ჯირო დ’იტალია“ 1909 წლიდან იმართება და ის მხოლოდ პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს უქმდებოდა.