2020 წლის „ჯირო დ'იტალიას“ გამართვას საფრთხე დაემუქრა
2020 წლის „ჯირო დ'იტალიას“ გამართვას საფრთხე დაემუქრა

სახელგანთქმული ველომარათონი „ჯირო დ’იტალია“ 2020 წელს, შესაძლოა არ გაიმართოს. მიზეზი იტალიაში კორონავირუსის გავრცელებაა, – ამის შესახებ დაწერა სააგენტო „როიტერმა” ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირზე (UCI) დაყრდნობით. იტალიური ველომარათონის სტარტი 9 მაისს, ბუდაპეშტშია დაგეგმილი, ფინიში – 31 მაისს მილანში.

„ამჟამინდელ სიტუაციას აქვს გამოვლინებები, რომელიც შეეხება სპორტულ და კულტურულ ღონისიძიებებს მსოფლიოში, მათ შორის იტალიაში, სადაც UCI-ს ეგიდით ტურნირები იმართება. ამ მომენტისთვის შეუძლებელია პროგნოზირება – გაიმართება თუ არა „ჯირო დ’იტალია“, თუმცა ცნობები იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან ავადმყოფობის შემთხვევების შესახებ ძალიან სწრაფად ვრცელდება”, – წერია საერთაშორისო კავშირის განცხადებაში.

ამ მომენტისთის ცნობილია იტალიაში დაინფიცირების 374 შემთხვევა, გარდაიცვალა 12 ადამიანი, 11 ქალაქი სრულ იზოლაციაშია. ქვეყნის ჩრდილოეთით გაუქმებულია ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება და სპორტული ტურნირი.