ველოსპორტში პირველი კომბინირებული მსოფლიოს ჩემპიონატი გლაზგოში გაიმართება

13:08, 26.02.2019
during the road cycling on Day Eleven of the European Championships Glasgow 2018 at  on August 12, 2018 in Glasgow, Scotland. This event forms part of the first multi-sport European Championships.

during the road cycling on Day Eleven of the European Championships Glasgow 2018 at on August 12, 2018 in Glasgow, Scotland. This event forms part of the first multi-sport European Championships.

2023 წელს გლაზგო პირველი ქალაქი გახდება, სადაც ველოსპორტის კომბინირებული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. ამ ინფორმაციას ველოსიპედისტების საერთაშორისო კავშირი (UCI) ავრცელებს.

ახალ ჩემპიონატში 13 არსებული ველოტურნირი გაერთიანდება, მათ შორის ტრეკი, გზა, მთიდან დაშვება და ველოკროსი, ეს კი, UCI-ს პრეზიდენტ დავიდ ლაპარტიენის განცხადებით, გლაზგოს ნამდვილ ველოქალაქად აქცევს.

„მოხარული ვარ, რომ 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის საშუალება გლაზგოსა და შოტლანდიას ეძლევათ. მსგავსი ტურნირის გამართვა ჩემი მთავარი დაპირება იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე და მიხარია, რომ ის პირნათლად შევასრულე“, – განაცხადა ლაპარტიენმა.

მსგავსი