ჯიმი ტაბიძეს შესვენება დაუმთავრდა და ხვალ რუსეთში გაემგზავრება. უკვე ერთი წელია, რაც „საბურთალოს“ ყოფილი მცველი, საქართველოს ნაკრების კანდიდატი რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს.
ტაბიძე შარშან „უფაში“ ჩაირიცხა, სადაც ბოლო ტურებში არ ათამაშებდნენ. თუმცა, 21 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ახალი წლიდან ვითარება შეიცვლება.
„12 იანვარს მოსკოვში მივემგზავრები და ახალი სეზონისთვის მოვემზადები. „უფამ“ სამი შეკრება დაგეგმა. ერთი წელია, რაც რუსეთში ვთამაშობ და ადაპტაცია გავიარე. მართალია, ჩემპიონატის ბოლო მატჩები არ მითამაშია, მაგრამ მიზეზი ტრავმა იყო, მერე კი ფორმაში შესვლა ვერ მოვახერხე. მწვრთნელი დამელაპარაკა და დამამშვიდა. მეც მესმის, რომ ასეთები ხდება. მთავარია, ჯანმრთელად ვარ და სეზონის განახლებას კარგი განწყობით ვხვდები“, – ამბობს ტაბიძე.