ჯიმი ტაბიძე დაუფასებელთა სიმბოლურ ნაკრებში - უცნაურია, რომ ის კვლავ „უფაში“ რჩება
ჯიმი ტაბიძე დაუფასებელთა სიმბოლურ ნაკრებში - უცნაურია, რომ ის კვლავ „უფაში“ რჩება

საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ მცველი ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის დაუფასებელ ფეხბურთელთა სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

ეს უჩვეული თერთმეტეული „ჩემპიონატმა“ შეადგინა. რუსული გამოცემის აზრით, ამ 11 მოთამაშეს იმაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე იმსახურებენ. მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც სიმბოლური გუნდი შეადგინეს – კლუბის შედეგებში მოთამაშის მიერ შეტანილი წვლილის მედიისგან დაუფასებლობაა.

გამოცემამ ქართველის დასახელება ასე დაასაბუთა:

„იტალიაში იონუც ნედელჩარუს ჩაშლილ ტარნსფერზე მედიაში ახლაც კი უფრო მეტი იწერება, ვიდრე დაცვაში მის პარტნიორ ტაბიძეზე. ამ დროს, ქართველი ევროპული სტანდარტებით ნამდვილად ძლიერი მცველია: დახვეწილია ბურთის ართმევაში, დაბალი ბურთებისთვის ორთაბრძოლებშიც გამოირჩევა, ნებისმიერ დისტანციაზე კარგი პირველი პასი გააჩნია და მეტოქის ნახევარზეც კარგად მოქმედებს. რაც ძალზე მნიშვნელოვანია – ტაბიძეს კარგი სისწრაფე აქვს, რაც რუსეთის ჩემპიონატისთვის ლამის შეუცვლელს ხდის. ცოტა უცნაურია, რომ ის კვლავ „უფაში“ რჩება. ამ სეზონში ტაბიძე უბრალოდ ძლიერია“ – წერს რუსული გამოცემა.

სტატიაში ნახსენები იონუც ნედელჩარუც „უფას“ ფეხბურთელი და რუმინეთის ნაკრების წევრია. 23 წლის მცველს ზაფხულში „რომასა“ და, „ზენიტში“ იწვევდნენ, მაგრამ გუნდები ვერ შეთანხმდნენ. ახლა კი მისით გერმანული კლუბები, ბერლინის „უნიონი“ და ბრემენისვერდერი“ დაინტერესდნენ.