ჯგუფ „ირიაოს" წევრებმა ლისაბონის „ალტის არენაზე" დღეს მეორე რეპეტიცია გაიარეს [ვიდეო]
„ევროვიზია 2018“-ის ქართველმა კონკურსანტებმა, ჯგუფ „ირიაოს” წევრებმა ლისაბონის „ალტის არენაზე” დღეს მეორე რეპეტიცია გაიარეს.
რეპეტიციის შემდეგ, ქართველმა მუსიკოსებმა პრესკონფერენციაზე საერთაშორისო მედიის კითხვებს უპასუხეს.
კონკურსი ოფიციალურად ხვალ, 6 მაისს წითელი ხალიჩის ცერემონიით გაიხსნება.
10 მაისს კი „ირიაო“ მაყურებლის წინაშე მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს. წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს. ჯგუფი „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.