„ჯეოსეიფთი“ - არ ვაყენებთ პროვაიდერი კომპანიების დამფუძნებლებისა და ტრენერების კვალიფაკაციას ეჭვქვეშ, პირიქით, პატივს ვცემთ მათ მრავალწლიან გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს
„ჯეოსეიფთი“ - არ ვაყენებთ პროვაიდერი კომპანიების დამფუძნებლებისა და ტრენერების კვალიფაკაციას ეჭვქვეშ, პირიქით, პატივს ვცემთ მათ მრავალწლიან გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია „ჯეოსეიფთი“ კომენტარს აკეთებს რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ ინტერვიუზე, რამაც საერთაშორისო სწავლებების პროვაიდერი კომპანიების გაღიზიანება გამოიწვია.

„ბოლო ეთერში ჩვენს მიერ გამოხატულმა აზრმა აგრესია გამოიწვია საერთაშორისო სწავლების პროვაიდერ კომპანიებში. გვინდა, განვაცხადოთ, რომ არავითარ შემთვევაში არ ვაყენებთ პროვაიდერი კომპანიების დამფუძნებლებისა და ტრენერების კვალიფაკაციას ეჭვქვეშ, პირიქით, პატივს ვცემთ მათ მრავალწლიან გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. გაიჟღერა აზრმა, რომ ჩვენ შეგნებულ ანტიპიარს ვუკეთებთ კომპანიებს და პარალელურად, ჩვენს კომპანიას ვუქმნით იმიჯს, რაც მცდარი მოსაზრებაა.

ამგვარი ქმედებები არ შედის ჩვენს პოლიტიკაში და ასევე, საგანმანათლებლო ცენტრებს აღვიქვამთ არა კონკურენტებად, არამედ მიმართულების დამხმარე ორგანიზაციებად. „ჯეოსეიფთი“ არ არის დაკავებული სპეციალისტების გადამზადებით, ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი მომსახურება კვალიფიციური კადრების მეშვეობით.

მივესალმებით ყველა კომპანიას, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ პროდუქტიულ საქმიანობას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, როგორც სტუდიაში აღვნიშნეთ, ამ დარგში არის კადრებისა და სპეციალისტების დეფიციტი, შესაბამისად, გვჯერა, რომ კრიზისთან ბრძოლა ერთობლივი ძალებით უფრო ეფექტურ შედეგებამდე მიგვიყვანს.

ჩვენ საზოგადოებას გავუზიარეთ პოზიცია, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აქვს გარკვეული პასუხისმგებლობები და ვთვლით, რომ კურსების ხანგრძლივობა არ არის საკმარისი დამწყები მოხალისისთვის, შეითავსოს ყველა ის მოვალეობა, მომატებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე მუშაობას უკავშირდება და ახლაც მტკიცედ ვრჩებით ამ პოზიციაზე.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ინციდენტის ან უბედური შემთხვევის დროს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს 240-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება თუკი მან სათანადოთ ვერ შეაფასა არსებული რისკები და არ განსაზღვრა მათი კონტროლი. ასეთ დროს, მისი თავისუფლება რისკის ქვეშ დგება და ვფიქრობთ, რომ 35 საათი თეორიული სწავლება არ ამზადებს კადრს იმისთვის, რომ მან იზრუნოს უამრავი ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და საკუთარი თავისუფლება რისკის ქვეშ დააყენოს.

კიდევ ერთხელ გვსურს, დავაფიქსიროთ, რომ ყველა საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც ემსახურება სპეციალისტის ცნობიერების ამაღლებას და მისი ცოდნის გაღრმავებას, ჩვენგან მხოლოდ პატივისცემა და სრული თანადგომა აქვს“, – აცხადებენ კომპანიის დამფუძნებლები.

დატოვე კომენტარი