ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ ჯეისონ ტატუმი „ბოსტონში“ რჩება. აქამდე განხორციელებულ შეთანხმებებს შორის, ფინანსურად ყველაზე მომგებიანი ხელშეკრულება დონოვან მიჩელმა გააფორმა ($195 მილიონი ოთხი წლის განმავლობაში). ანალოგიურ კონტრაქტს სთავაზობს ახალგაზრდა ჯეისონ ტატუმს „სელტიკსი“. წყაროს ცნობით, მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
ტატუმი „ბოსტონის“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. გასულ სეზონზე ის მატჩში საშუალოდ 24.3 ქულას, 7.0 მოხსნასა და 3.0 გადაცემას აგროვებდა.