წყვილთა თანრიგში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან ჯეიმი მარეის არ სურს წლევანდელი „უიმბლდონის“ წყვილებში უფროს ძმასთან, ენდი მარეისთან ერთად თამაში.
„არა მგონია, მე და ენდიმ წყვილში ვითამაშოთ. დიახ, ორივეს გვინდა ერთად თამაში და ამაზე ხშირად ლაპარაკობენ, მაგრამ მეეჭვება ეს 2019 წელს მოხდეს. ახლა ჩემი კარიერის საუკეთესო წლებია. „დიდი სლემის“ ტურნირზე ისეთ ადამიანთან ერთად გამოსვლით, ვინც რვა თვე უთამაშებელია, ავტომატურად ხაზს გადავუსვამ ყველაფერს. დიახ, გარემოებები შეიძლება ყველანაირად მოეწყოს, მაგრამ მე მინდა საუკეთესო პირობები შევქმნა წარმატებით მისაღწევად. ენდის ყველაფერი წესრიგში აქვს, ის გეგმაზომიერად ემზადება, არსად ჩქარობს და ეს სწორია მის სიტუაციაში. ცდილობს, ბოლომდე აღიდგინოს კონდიციები. მისი სათამაშო დონის შეფასება მხოლოდ მაშინ მოხერხდება, როცა კორტზე დაბრუნებას შეძლებს“, – განუცხადა ჯეიმსიმ tennis365-ს.
აღვნიშნავთ, რომ ჯეიმი მარეის არასოდეს მოუგია უიმბლდონი, მაგრამ 2015 წელს ის ფინალამდე მივიდა. დღეისთვის ბრიტანელი წყვილთა რეიტინგში მერვე ადგილზეა.