ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ „დორტმუნდმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებისას.
ინგლისურმა კლუბმა დიდი ხანია შეათანხმა ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი და ახლა, „დორტმუნდს“ ელაპარაკება გარიგების სქემის თაობაზე. კერძოდ, „დორტმუნდი“ ფეხბურთელში 120 მილიონ ევროს ითხოვს. „მანჩესტერი“ თანახმაა ამ თანხის გაღებაზე, მაგრამ ერთბაშად ამის გაკეთება არ შეუძლია და ითხოვს მის სამ ნაწილად გადახდას.
სანჩო „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილია. 2017 წელს ის რვა მილიონად გადავიდა „დორტმუნდში“. გასულ სეზონში ინგლისელმა 44 ოფიციალურ მატჩში 20 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი დააგროვა.