„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „დორტმუნდმა“ ჯეიდონ სანჩოს იჯარაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT

16:12, 10.01.2024
DORTMUND, GERMANY - MAY 22: (BILD ZEITUNG OUT) Jadon Sancho of Borussia Dortmund looks on during the Bundesliga match between Borussia Dortmund and Bayer 04 Leverkusen at Signal Iduna Park on May 22, 2021 in Dortmund, Germany. (Photo by Alex Gottschalk/DeFodi Images via Getty Images)

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „დორტმუნდმა“ საბოლოოდ მოილაპარაკეს ნახევარმცველ ჯეიდონ სანჩოს იჯარაზე.

გერმანული კლუბი დათანხმდა ინგლისელთა პირობებს. კერძოდ, სანჩო „დორტმუნდში“ სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს და გერმანელებს არ ექნებათ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება.

მხარეებს რჩებათ რამდენიმე დეტალის მოგვარება, რაც, რეალურად, ფორმალობებია. ოფიციალურად გარიგების შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ სანჩო „დორტმუნდში“ 2017-21 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.

მსგავსი