ჯასტინ ტრუდო - კანადის დაზვერვამ ხაშოგის მკვლელობის აუდიოჩანაწერი მოისმინა
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადის დაზვერვის სამსახურმა მოისმინა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის აუდიოჩანაწერი, რომელიც მათ თურქულმა მხარემ გადასცა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ჩანაწერებისთვის მას პირადად არ მოუსმენია .
„კანადის დაზვერვის სამსახური ხაშოგის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს თურქულ მხარესთან. მე რამდენჯერმე ვესაუბრე თურქეთის ლიდერს და მადლობა გადავუხადე ამ საქმესთან დაკავშირებით გამოჩენილი გამბედაობისთვის“,- განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული აუდიოჩანაწერი ამერიკის შეერთებულ შტატების, საფრანგეთის , გერმანიისა და ბრიტანეთის მთავრობებს გადასცა .
ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მივიდა . მას შემდეგ, Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა. თურქული მხარის მტკიცებით ხაშოგი , სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს. შენობაში ხაშოგის გარდაცვალების ფაქტს ერ რიადიც აღიარებს.