ჯარედ კუშნერმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო გეგმა განიხილეს
ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო გეგმა განიხილეს თურქეთის პრეზიდენტისა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის შეხვედრაზე.
დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებები ანკარაში გამართა. კუშნერმა, რომელიც ვაშინგტონის ისრაელ-პალესტინის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, თქვა, რომ სამშვიდობო გეგმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საბოლოო სტატუსის საკითხებს, მათ შორის საზღვრების დადგენას მოიცავს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ეკონომიკური ინვესტიციებით მთელი რეგიონის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ისრაელის მხარდაჭერას თურქეთის პრეზიდენტი ღიად აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებით, აშშ გამოსავლის ნაცვლად, პრობლემის ნაწილი გახდა.