ჯანო ანანიძე, შესაძლოა, ჰოლანდიაში გადავიდეს და კარიერა არნემის „ვიტესში“ გააგრძელოს – ინფორმაციას რუსული მედია-საშუალებები ავრცელებენ.
„მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველმა ჯანო ანანიძე კლუბის შეცვლას აპირებს. 26 წლის ნახევარმცველი, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე იჯარით ერედივიზიონის არნემის „ვიტესში“ გადავიდეს. ანანიძეს ევროპულ კლუბში თამაში სურს და შესაძლოა, ამის გამო ხელფასის შემცირებასაც დათანხმდე,“ – წერს „სპორტს.რუ“.
მანამდე იყო ინფორმაცია, თითქოს, ანანიძემ უარი განაცხადა „კრილიაში“ თამაშზე და „სპარტაკში“ დარჩენას აპირებდა. მაგრამ ის „სპარტაკმა“ პირველ შეკრებაზე არ წაიყვანა და ყველაფერი ცხადი გახდა.