გურამ კაშიას ყოფილმა კლუბმა შეიძლება არსებობა შეწყვიტოს #1TVSPORT
გურამ კაშიას ყოფილმა კლუბმა შეიძლება არსებობა შეწყვიტოს #1TVSPORT

ნიდერლანდურმა საფეხბურთო კლუბმა „ვიტესმა“, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა არნემული კლუბის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ედვინ რეინტიესმა.

„ვიტესი“ ერედივიზიონის გათამაშებაში მე-17 ადგილზეა, მაგრამ არის იმის საშიშროება, რომ ვერ მოიპოვოს მომავალი სეზონისთვის ლიცენზია ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირისგან.

თუ ეს ასე მოხდა, 132 წლის წინ დაარსებული კლუბი არსებობას შეწყვეტს.

„დღეს მე ერთადერთი მიზანი მაქვს. უნდა დავარწმუნო ლიცენზირების კომიტეტი, რომ „ვიტესმა“ ცხოვრება გააგრძელოს. შანსი იმისა, რომ კლუბი გაქრება, საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა ESPN-თან ინტერვიუში რეინტიესმა.

„ვიტესში“ 2010-18 წლებში თამაშობდა საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია.