ჯანო ანანიძემ განაცხადა, რომ მას მოსკოვის „სპარტაკში“ დაბრუნება სურს. საქართველოს ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი მოსკოვურმა კლუბმა წელს ზამთარში სამარის „კრილია სოვეტოვში“ იჯარით გაუშვა, რომლის ვადაც მაისის ბოლოს დასრულდება.
„დღეს გავიგე, რომ თურმე „სპარტაკში“ დაბრუნება არ მინდა. ამან შოკში ჩამაგდო – რა თქმა უნდა, ეს ტყუილია. „სპარტაკში“ თამაში და იმის დამტკიცება მსურს, რომ ამ დიდ კლუბში ყოფნას ვიმსახურებ. ამავე დროს, კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს. სასურველი იქნება, „სპარტაკში“ შანსი რომ მომეცეს, კონონოვმა კი თავის გამოჩენის საშუალება არ მომცა“, – ამბობს ანანიძე.
ქართველმა კლუბმა ამჟამინდელი კლუბისადმი მადლიერებაც გამოხატა.
„მადლობა მინდა გადავუხადო „კრილია სოვეტოვს“. მსურდა, რომ სათამაშო პრაქტიკა მქონოდა და კლუბის მიზნების მიღწევაში დავხმარებოდი. მაგრამ მაინც „სპარტაკში“ თამაშს ვისურვებდი“, – განაცხადა 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.
მიმდინარე სეზონში სეზონში ანანიძემ რუსთის პრემიერლიგაში 11 მატჩში ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.