ჯანო ანანიძეს ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული და ოპერაცია ესაჭიროება
ჯანო ანანიძეს ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული და ოპერაცია ესაჭიროება

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული, – წერს რუსული კლუბის პრესსამსახური. 25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა შაბათს, საქართველოსა და ლიტვის ნაკრებებს შორის ამხანაგურ მატჩში მიიღო.

როგორც იტყობინებიან, ანანიძეს ოპერაცია დასჭირდება.

მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ, რომელიც გვიან ღამით, თბილისში ჩატარდა, დაადასტურა პირველადი დიაგნოზი: მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესების დაზიანება. ჯანოს ოპერატიული მკურნალობა ელოდება. მუდმივი კავშირი გვაქვს საქართველოს ნაკრების ექიმთან. ოპერაციის თარიღისა და ფეხბურთელის აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ”,- განაცხადა „სპარტაკის“ სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხაილ ვართაპეტოვმა.