იტალიის დედაქალაქ რომში, კლინიკა „ვილა სტიუარტში“ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ შემტევ ნახევარმცველს, ჯანო ანანიძეს ოპერაცია ჩაუტარეს – ინფორმაციას ”სპარტაკის” პრეს-სამსახური ავრცელებს.
ოპერაცია პროფესორმა პიერ-პალომო მარიანიმ ჩაატარა და „სპარტაკის“ წარმომადგენელთა ცნობით, გართულების გარეშე ჩაიარა. უახლოესი პერიოდი, ფეხბურთელი კლინიკაში გაატარებს, რათა სარეაბილიტაციო პროცედურები დაიწყოს.
შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებებს შორის 24 მარტს გამართული მატჩისას დაშავდა – 25 წლის ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი დაუზიანდა და მოედანი მე-5 წუთზე დატოვა.