ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომის პაპმა ყველა აუდიენცია გააუქმა
რომის პაპმა ყველა ოფიციალური აუდიენცია გააუქმა. როგორც ვატიკანში აცხადებენ, ფრანცისკე „თავს სუსტად გრძნობს“. ამასთან, რომის კათოლიკურ ეკლესიაში ფრანცისკეს სუსტად ყოფნის მიზეზებს არ განმარტავენ.
როგორც ცნობილია, ტრადიცული მიმართვის დროს, გასულ კვირაში, რომის პაპს ხმა შეცვლილი ჰქონდა და სავარაუდოდ გაციებული იყო. წირვის დროს, ფრანცისკემ რამდენჯერმე დაახველა კიდეც.
როგორც ვატიკანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომის პაპმა გადაწყვიტა, დღეს დაგეგმილი ყველა აუდიენცია გაეუქმებინა.
ფრანცისკეს დღეს „მაიკროსოფტის“, „აიბიემისა“ და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელი პირები უნდა მიეღო.