ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაძლოა, მხარი დაუჭირონ ინიციატივას, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ექიმებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაძლოა, მხარი დაუჭირონ ინიციატივას, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ექიმებისთვის „კოვიდ-19“-ზე ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
„არის სპეციფიკური გარემოებები, სადაც მთავრობებს შესაძლოა, მოუწიოთ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იყოს“, – განაცხადა ექიმმა მიშელ რაიანმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევენ, ქვეყნებს მოუწოდონ, ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ.