ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაძლოა, მხარი დაუჭირონ ინიციატივას, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ექიმებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

01:38, 08.12.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაძლოა, მხარი დაუჭირონ ინიციატივას, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ექიმებისთვის „კოვიდ-19“-ზე ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„არის სპეციფიკური გარემოებები, სადაც მთავრობებს შესაძლოა, მოუწიოთ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იყოს“, – განაცხადა ექიმმა მიშელ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევენ, ქვეყნებს მოუწოდონ, ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ.

მსგავსი