ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევათა ნახევარი ხანდაზმულთა სახლებში დაფიქსირდა
ევროპის მასშტაბით ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა დაახლოებით ნახევარი ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები მოხუცები იყვნენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლიუგმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კლუგის თქმით, ევროპის მასშტაბით ხანდაზმულთა სახლებში ღრმად შემაშფოთებელი მდგომარეობაა.
„ევროპის რეგიონის ქვეყნების შეფასებით, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ნახევარი ხანდაზმულთა სახლების ბინადრები იყვნენ. ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა.