ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევათა ნახევარი ხანდაზმულთა სახლებში დაფიქსირდა

16:20, 23.04.2020

ევროპის მასშტაბით ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა დაახლოებით ნახევარი ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები მოხუცები იყვნენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლიუგმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კლუგის თქმით, ევროპის მასშტაბით ხანდაზმულთა სახლებში ღრმად შემაშფოთებელი მდგომარეობაა.

„ევროპის რეგიონის ქვეყნების შეფასებით, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ნახევარი ხანდაზმულთა სახლების ბინადრები იყვნენ. ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა.

მსგავსი