ჯა მორანტმა პირდაპირი ტრანსლიაციისას პისტოლეტი აჩვენა - „მემფისის“ ვარსკვლავი თამაშებს ჩამოაშორეს #1TVSPORT
ჯა მორანტმა პირდაპირი ტრანსლიაციისას პისტოლეტი აჩვენა - „მემფისის“ ვარსკვლავი თამაშებს ჩამოაშორეს #1TVSPORT

„მემფისის“ ვარსკვლავური გამთამაშებელი ჯა მორანტი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლიაციისას პისტოლეტი აჩვენა.

კლიპში, რომელიც სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში მორანტის „ინსტაგრამში“ პუბლიკაციის შემდეგ, გამთამაშებელი წელს ზემოთ შიშველი ცეკვავს ღამის კლუბში, შემდეგ კი პისტოლეტს თავს ზემოთ წევს.

„ლიგისთვის ცნობილია სიტუაცია, გამოძიება დაიწყო“, – დაწერა NBA-ის პრესმდივანმა.

ინციდენტის შემდეგ მორანტმა განცხადება გაავრცელა.

„სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ გუშინდელ ღამეს საკუთარ საქციელზე. ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს, ქალაქ მემფისსა და „გრიზლისის“ მთელს ორგანიზაციას იმის გამო, რომ დავაღალატე ისინი.

ვაპირებ ავიღო შვებულება, დახმარებას მივმართო და ვისწავლო სტრესისთვის უკეთ გამკლავება“, – განაცხადა მორანტმა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მცველი მინიმუმ ორი მატჩით ჩამოაშორეს „მემფისს“.

სხვათა შორის, გასული წლის ზაფხულში მორანტი პისტოლეტთან დაკავშირებით ასევე გაეხვა სკანდალში. საკუთარ სახლთან ახლოს, საკალათბურთო მატჩის დროს მან 12-ჯერ დაარტყა მოზარდს. დაზარალებულის თქმით, ცემის შემდეგ მორანტი სახლში შევიდა და უკან პისტოლეტით დაბრუნდა, რომელიც ისე ჰქონდა შარვალში გაჩრილი, რომ სხვებს შეემჩნიათ.