ჯა მორანტი 25-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა #1TVSPORT
ჯა მორანტი 25-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) სასჯელი გამოუტანა „მემფისის“ მცველს, ჯა მორანტს.

23 წლის კალათბურთელი მარტში რვა მატჩით ჩამოაშორეს რეგულარულ ჩემპიონატს მას შემდეგ, რაც ღამის კლუბში ცეცხლსასროლი იარაღი აჩვენა სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის დროს. მორანტმა გამოსწორების პირობა დადო, მაგრამ სასჯელის მოხდის შემდეგ, მაისში ისევ მოხვდა ვიდეოში იარაღით ხელში.

ამჯერად ლიგამ მორანტს 2023-24 წლების სეზონში 25-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა და კალათბურთელი ამ პერიოდში ხელფასს ვერ მიიღებს, – დაწერა ESPN-ის ინსაიდერმა, ედრიან ვოინაროვსკიმ. საერთო ჯამში, კალათბურთელი 60 მილიონ დოლარს დაკარგავს.