თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 522 ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. მაშველები 17 შენობის ნანგრევებში ეძებენ მოქალაქეებს.
6.7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის სანაპიროსთან, საბერძნეთის კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით იყო.
მიწისძვრას 144 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათგან 21-ის შემთხვევაში, სიმძლავრე 4 მაგნიტუდას აღემატებოდა.