ივანე მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინიციატივა წარუდგინა
ივანე მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინიციატივა წარუდგინა

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინიციატივა წარუდგინა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრის შეფასებით, წყალტუბოს აღორძინება მნიშვნელოვანი სტიმულია იმერეთის რეგიონისა და მთლიანად, დასავლეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.

„დღეს, ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინიციატივა წარუდგინა ჩვენს საზოგადოებას. წყალტუბოს აღორძინება და მისთვის თანამედროვე, უნიკალური ფუნქციის შეძენა, უდავოდ მნიშვნელოვანი სტიმულია იმერეთის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, აბასთუმნის ინოვაციური პროექტისა და ქვეყანაში სამი მილიარდი დოლარის მოცულობის ქველმოქმედების შემდეგ, ეს არის კიდევ ერთი ინვესტიცია, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდისკენ.

აქვე, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ამ უნიკალური პროექტის განხორციელების პროცესში, რაც გულისხმობს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მისი მხრიდან ობიექტების გასხვისებას ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება.

მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინვესტიციებით, იქმნება ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის სწორად განვითარებისთვის“, – წერს „ფეისბუქში“ ივანე მაჭავარიანი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.