„იუვენტუსი“ გერმანიაში 18 წლის ტალანტის შეძენას გეგმავს

11:59, 18.07.2020

ტურინის „იუვენტუსი“ დაინტერესებულია ბერლინის „ჰერტას“ ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩის შეძენით. როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, ტურინელებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები 18 წლის გერმანელთან.

2019-20 წლების სეზონში ნახევარმცველმა ბუნდესლიგის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ასევე სამარჯიჩმა 19-წლამდელთა გუნდში 14 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი