ტურინის „იუვენტუსი“ დაინტერესებულია ბერლინის „ჰერტას“ ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩის შეძენით. როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, ტურინელებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები 18 წლის გერმანელთან.
2019-20 წლების სეზონში ნახევარმცველმა ბუნდესლიგის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ასევე სამარჯიჩმა 19-წლამდელთა გუნდში 14 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.