იურგენ კლოპმა გამორიცხა ამ ზაფხულს გერმანიის ნაკრებში გადასვლა #1TVSPORT
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ არ განიხილავს გერმანიის ნაკრების სათავეში მისვლის შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ევრო 2020-ის შემდეგ, ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს იოახიმ ლიოვი, რომელიც გუნდში 14 წელია მუშაობს.
„ვიქნები თუ არა გერმანიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი ამ ზაფხულს? არა. ლიოვმა დაუჯერებელი სამუშაო შეასრულა. დარწმუნებული ვარ, გერმანიის საფეხბურთო კავშირი კარგ გადაწყვეტილებას იპოვნის“, – განაცხადა კლოპმა
გერმანელი სპეციალისტის კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.