იურგენ კლოპი 2025 წელს შეიძლება გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT
გერმანიის საფეხბურთო კავშირი (DFB) ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის მიწვევას განიხილავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი უარს იტყვის კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომელსაც ევრო 2024-ის შემდეგ ეწურება ვადა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა გაზეთ Bild-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ფალკმა.
წყაროს ინფორმაციით, მსგავსი სცენარის შემთხვევაში, DFB აპირებს კლოპთან 2025 წელს გააფორმის ხელშეკრულება. კავშირის ხელმძღვანელთა აზრით, გერმანელს სპეციალისტს ეყოფა დრო მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის ნაკრების მოსამზადებლად.
ასევე იტყობინებიან, რომ კლოპის დანიშვნამდე გერმანიის ნაკრებს ერთი წლის განმავლობაში ნაგელსმანის ამჟამინდელი თანაშემწე სანდრო ვაგნერი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, უფრო ადრე კლოპმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვებს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს.