იულიან ნაგელსმანმა საფრანგეთსა და ნიდერლანდებთან ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
იულიან ნაგელსმანმა საფრანგეთსა და ნიდერლანდებთან ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა – 23 მარტს ლიონში საფრანგეთსა და 26 მარტს ფრანქფურტში ნიდერლანდებთან.

„რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი ახლა უკვე ოფიციალურად დაბრუნდა ეროვნული გუნდის რიგებში. გარდა ამისა, პირველად არიან გამოძახებულნი ეროვნულ გუნდში მაქსიმილიან ბაიერი და ალექსანდარ პავლოვიჩი.

მეკარეები – ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ბერნდ ლენო (ფულჰემი, ინგლისი), მარკ-ანდრე შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი);

მცველები – ვალდემარ ანტონი, მაქსიმილიან მიტელშტადტი (ორივე – შტუტგარტი), იან-ნიკლას ბესტე (ჰაიდენჰაიმი), ბენჯამინ ჰენრიხსი, დავიდ რაუმი (ორივე – ლაიპციგი), რობინ კოხი (აინტრახტი), ანტონიო რიუდიგერი (რეალი, ესპანეთი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი),

ნახევარმცველები – რობერტ ანდრიხი, ფლორიან ვირტცი (ორივე – ლევერკუზენი), პასკალ გროსი (ბრაიტონი, ინგლისი), ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა, ესპანეთი), კაი ჰავერტცი (არსენალი, ინგლისი), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა, ალექსანდარ პავლოვიჩი (ყველა – ბაიერნი);

ფორვარდები – მაქსიმილიან ბაიერი (ჰოფენჰაიმი), დენიზ უნდავი, კრის ფიურიხი (ორივე – შტუტგარტი), ნიკლას ფიულკრუგი (დორტმუნდი), თომას მიულერი (ბაიერნი).

გერმანიის ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს – 18 ნოემბერს ბერლინში თურქეთთან და 21 ნოემბერს ვენაში – ავსტრიასთან.