იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა და გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (DFB) გააგრძელეს კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე. ამის შესახებ წერს DFB პრესსამსახური.
ასე რომ, 36 წლის სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს.
ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებს 2023 წლის სექტემბერში ჩაუდგა სათავეში. საშინაო ევრო 2024-სთვის მზადების ფარგლებში გერმანულმა გუნდმა ნაგელსმანის ხელმძღვანელობით ექვსი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, სამი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ორი წააგო.