იულიან ნაგელსმანი - პენალტი უნდა დაინიშნოს, როცა ბურთი კარისკენ მიფრინავს #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გამოეხმაურა იმ ეპიზოდს, როცა ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებთა მეოთხედფინალურ მატჩში მარკ კუკურელიას ხელით თამაშის გამო პენალტი არ დაინიშნა.
„მსაჯი ოდნავ მეტს უსტვენდა ესპანეთის სასარგებლოდ.
კუკურელიას ეპიზოდის შეფასება რთულია. თუ ფეხბურთის კანონებით ვიმსჯელებთ, თუ ბურთი შტუტგარტის ცენტრში მიფრინავს, მაშინ ეს არ არის პენალტი, მაგრამ თუ ბურთი კარისკენ მიდის, ეს ერთმნიშვნელოვნად პენალტია.
მუსიალას დარტყმა ძალიან კარგი იყო, შესაძლოა, კარშიც შესულიყო, ხელი კი საკმაოდ იყო გვერდზე გაწეული“, – ასე შეაფასა ეპიზოდი ნაგელსმანმა.