იტალიის საკალათბურთო ნაკრებმა უარი თქვა მსოფლიოს შესარჩევში რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ნაკრებმა უარი თქვა მსოფლიოს შესარჩევში რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე #1TVSPORT

იტალიის კალათბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ეროვნული ნაკრები არ გავა სათამაშოდ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში, – იტყობინება La Gazzetta dello Sport. შეხვედრა 1 ივლისს იტალიაშია დაგეგმილი.

„იტალიამ გადაწყვიტა, რომ არ ითამაშებს. ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 100 პროცენტით ფედერაციის მხარესაა ამ საკითხში. იგივე იქნება ისლანდიასთან და ნიდერლანდებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ჯგუფში გამოდიან“, – განაცხადა იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) 1 მარტს ჩამოაშორა რუსეთის ნაკრები და კლუბები თავისი ეგიდით ჩასატარებელ ტურნირებს. სასჯელი ძალაში იქნება მაისის შუა რიცხვებამდე, რის შემდეგაც თავიდან შეისწავლიან სიტუაციას უკრაინაში და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.