იტალიის პრემიერი აცხადებს, რომ თუ ე.წ. მწვანე კორიდორის ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს
იტალიის პრემიერი აცხადებს, რომ თუ ე.წ. მწვანე კორიდორის ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. მწვანე კორიდორის შესახებ ევროკავშირის ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ე.წ. მწვანე კორიდორი „კოვიდ-19“-ის ნაკლები შემთხვევების მქონე ქვეყნებს შორის ტურიზმის აღდგენას გულისხმობს.

„არ მივიღებთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირში პრივილეგირებულ ტურისტულ გზას შექმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავტოვებთ ევროკავშირს. ამას არასდროს დავუშვებთ“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

იტალიაში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, წლის ბოლომდე იტალიაში ტურისტულ სექტორში დანაკარგი 130 მილიარდი დოლარი იქნება.