იტალიის ფეხბურთის ფედერაცია უეფას ევრო 2020-ის გადატანას თხოვს
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია უეფას ევრო 2020-ის გადატანას თხოვს

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს, რომ მიმართოს უეფას თხოვნით – გადაიტანოს კორონავირუსის გამო ევრო 2020.

„იმედი გვაქვს, რომ დავასრულებთ ქვეყნის ჩემპიონატს 30 ივნისამდე. ასევე საჭიროა კალენდარში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თამაშების ჩართვა. უკიდურესი ვადაა – 30 ივნისი. ასე რომ, ჩვენ გამოვალთ წინადადებით ევრო 2020-ის გადატანის შესახებ“, – განაცხადა იტალიი ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელ გრავინმა.

დღიესთვის, სერია A-ს გათამაშება შეჩერებულია 3 აპრილამდე.

17 მარტს, უეფა გამართავს ვიდეოკონფრენციას ევროპის 55 ქვეყნის ფედერაციასთან და ფეხბურთელთა პროფკავშირებთან, რათა განსაზღვროს სწორედ ევრო 2020-ისა და ევროტურნირების ბედი.