იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 542 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 542 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 542 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ამ მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 5 944 ადამიანია დაღუპული.

ლომბარდიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 2 117-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშანვს, რომ რეგიონში „კოვიდ 19“-ით 39 415 ადამიანია ინფიცირებული.

„გარდიანის“ ინფორმაციით, მთავრობა ქვეყნაში კარანტინს, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებამდე გაახანგრძლივებს.