იტალიაში „კოვიდ-19“-ის 642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
იტალიაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს მაისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„გარდიანის“ ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 255 178 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 35 412 ადამიანი.