იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1 128-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 29 ადამიანი. როგორც ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაავადების 240 შემთხვევა გამოვლინდა. 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
დაავადებულთაგან 105 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ნახევარი გამოვლენილია იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ლომბარდიის რეგიონში. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მას მოსდევს ემილია რომანიას რეგიონი და ვენეტო. აღნიშნულ სამ რეგიონში სასწავლო დაწესებულებები მომავალ კვირასაც დახურული იქნება.