იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1 128-მდე გაიზარდა
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1 128-მდე გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1 128-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 29 ადამიანი. როგორც ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაავადების 240 შემთხვევა გამოვლინდა. 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დაავადებულთაგან 105 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

​კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ნახევარი გამოვლენილია იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ლომბარდიის რეგიონში. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მას მოსდევს ემილია რომანიას რეგიონი და ვენეტო. აღნიშნულ სამ რეგიონში სასწავლო დაწესებულებები მომავალ კვირასაც დახურული იქნება.