იტალიაში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 194 ადამიანი გარდაიცვალა. „როიტერის“ ცნობით, გასული დღის მონაცემებთან შედარებით, მაჩვენებელი მცირედით შემცირებულია. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხი 30 395-ს შეადგენს.
იტალიაში გამოვლინდა კორონავირუსის 1 083 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა მაჩვენებელი უკვე 218 268-ს შეადგენს.
ამასთან, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა.