იტალიაში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი
იტალიაში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 49 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“, იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, იტალიაში „კოვიდ 19“-ით 34 610 ადამიანი გარდაიცვალა. ამ მონაცემებით, იტალია მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, ბრაზილიისა და ბრიტანეთის შემდეგ.
გავრცელებული ცნობით, ბოლო ერთ დღეში იტალიაში კორონავირუსი 262 ადამიანს დაუდასტურდა. თებერვლის შემდეგ, იტალიაში კორონავირუსის 238 275 შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის, იტალიაში „კოვიდ 19“-ზე 21 212 პაციენტი მკურნალობს, 182 000-ზე მეტი ადამიანი კი, უკვე გამოჯანმრთელდა.