იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 662 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 662-ით გაიზარდა, რაც ოთხშაბათს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია. მათ შორის, 387 მხოლოდ ლომბარდიის რეგიონში.
საერთო ჯამში, გარდაცვლილია 8165 ადამიანი. ინფიცირებულია 80 539. ამ დროისთვის ვირუსისგან განკურნება შეძლო 10 361-მა პაციენტმა.