იტალიაში გასულ დღე-ღა​მეში კორონავირუსით კიდევ 662 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში გასულ დღე-ღა​მეში კორონავირუსით კიდევ 662 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გასული დღე-ღა​მის განმავლობაში კიდევ 662-ით გაიზარდა, რაც ოთხშაბათს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია. მათ შორის, 387 მხოლოდ ლომბარდიის რეგიონში.

საერთო ჯამში, გარდაცვლილია 8165 ადამიანი. ინფიცირებულია 80 539. ამ დროისთვის ვირუსისგან განკურნება შეძლო 10 361-მა პაციენტმა.