იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს 24 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“ იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ იტალიაში „კოვიდ-19“-ით 34 634 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 224 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 238 499-ს აღწევს.
ამ დროისთვის იტალიაში „კოვიდ-19“-ზე 20 972 პაციენტი მკურნალობს, 182 893-ზე მეტი ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.