იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 92 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც ქვეყნის მასშტაბით ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 32 877-მდე გაიზარდა.
დღეისათვის იტალიაში ვირუსის 55300-მდე აქტიური შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 541 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი იტალიაში სულ 230 158 ადამიანს დაუსვეს.