იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21:42, 25.05.2020

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 92 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც ქვეყნის მასშტაბით ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 32 877-მდე გაიზარდა.

დღეისათვის იტალიაში ვირუსის 55300-მდე აქტიური შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 541 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი იტალიაში სულ 230 158 ადამიანს დაუსვეს.

მსგავსი